შეიძლება გაინტერესებდეს

წესები და პირობები

ჩვენს შესახებ

 

 შპს „გაახარე“ (ს/კ 404571316; შემდგომში კომკპანია) არის მომხმარებელზე ორიენტირებული    ონლაინ მაღაზია, რომელიც საქართველოს მასშტაბით   საზოგადოებას თავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციას  მაქსიმალურად დაბალ ფასად.

მომხმარებლებთან ურთიერთობის პოლიტიკა

მიწოდება და გადახდა

ჩვენს მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ნებისმიერი ნივთის მიწოდება ხდება  უფასო ან ფასიანი კურიერული მომსახურეობის მეშვეობით საქართველოს მასშტაბით.(ფასიანი მომსახურების  შესახებ კლიენტს წინასწარ,  შეკვეთის გაფორმების პროცესში მიეწოდება ინფორმაცია).

საკურიერო ტარიფები:  თბილისი - 5 ლარი: რეგიონი - 10 ლარი.

 

მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია როგორც პირდაპირი გადახდის ( ნებისმიერი ბარათით, ინტერნეტ ბანკით), ასევე განვადების მეშვეობით.

ნივთის შეძენის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს კომპანიის მიერ შემუშავებული საგარანტიო პირობებით, რომლებიც შესაბამისობაშია მოქმედ  კანონმდებლობასთან.

კანონისმიერი გარანტია:

  • თუ შეკვეთა ნაკლის მქონეა, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია იმოქმედებს საგარანტიო წესების შესაბამისად.
  •  გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის გამოსწორების საკითხები დარეგულირებულია შესაბამისი საგარანტიო სერვისით.
  • ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონისმიერი გარანტია განისაზღვრება 2 წლის ვადით. თუ ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის უსასყიდლოთ შეკეთება ან შეცვლა (პირველი რიგის უფლებები), ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა (მეორე რიგის უფლებები). იმ შემთხვევაში, თუ ნაკლის აღმოფხვრა შესაძლებელია და ის არაა დაკავშირებული არათანაბარზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯებთან, ხდება ნივთის შეკეთება, სხვა შემთხვევაში ნივთი იცვლება ახლით. თუ ნივთის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია,  კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ფასის შემცირება, რომელიც მხარეთა შორის დამატებით შეთანხმების საგანია ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. ნივთზე ქარხნული წუნის არსებობის მტკიცების ტვირთი, ნივთის ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში ეკისრება კომპანიას, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ - კლიენტს. 

 

 

კომერციული გარანტი

 მაღაზია „დონნა“  ყოველ შეძენილ ნივთზე მომხმარებელს სთავაზობს საგარანტიო ტალონს, რომლის პირობების დაცვით შესაძლებელია შეძენილი, დაზიანებული ნივთის შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება. საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა კომპანიას  უნდა წარუდგინოს საგარანტიო ტალონი ციფრული ან ნაბეჭდი სახით.

 (იხ. საგარანტიო ტალონი).

 

საგარანტიო ტალონი

 

ტელეფონი: (032) 2 11 05 11;

 

ელ.ფოსტა: office.gaakhare@gmail.com

პროდუქციის საგარანტიო მომსახურებას უზრუნველყოფს ონლაინ მაღაზია „გაახარე”.

საგარანტიო ტალონის პირობები:

გარანტია მოქმედებს ნივთზე : ------------------------------------        მისი შეძენიდან --------------------------------  ვადით.  საგარანტიო მომსახურება გულისხმობს, გაყიდვის შემდეგ დაზიანებული ნივთის შეკეთებას შემდეგი პირობის მიხედვით:

  • საგარანტიო პერიოდში ნივთის უფასო და აუცილებელ შეკეთებას, რაც მოიცავს პროგრამულ მომსახურებას, შეკეთებას და სათადარიგო ნაწილს.
  • სარემონტო ვადა განისაზღვრება შესაკეთებელი ნივთის მაღაზიაში  წარდგენიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით.
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარადგინოს საგარანტიო ტალონი.

 

წუნდებული პროდუქციის ახლით ჩანაცვლება

  • თუ ნივთს გახსნისთანავე დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი, გაიცვლება.
  • თუ ნივთს შეძენისას  აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი, მაღაზია გასცემს წუნდებული ნივთის შეცვლის აქტს, იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია ნივთის პირვანდელი ვიზუალუი სახე დაზიანებების გარეშე.
  • წუნდებული ნივთის მოვაჭრისთვის დაბრუნება მოხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
  • თუ ნივთი ვერ შეკეთდა ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში:

საგარანტიო პერიოდის მანძილზე ნივთი შეიცვლება იდენტური ან მსგავსი მახასიათებლების მქონე ნივთით მაღაზიის პარტნიორი სერვისცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ტექნიკური დასკვნის საფუძველზე.  ხოლო ასეთი ნივთის შეთავაზების შეუძლებლობის შემთხვევაში მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხა.

 

კომერციული საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა.
  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია.
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილი, შეცვლილი ან გადაკეთებულია.
  • საგარანტიო ტალონზე, ნივთის ყუთზე ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი.
  • ნივთის ყუთი დაკარგულია.
  • ნივთს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება, რომელიც ნივთს მიადგა მომხმარებლისთვის ჩაბარების შემდეგ.
  • ნივთი გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით.
  • დაზიანება გამოწვეულია ნივთის ჩბარების შემდეგ მომხმარებლის მიერ სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულების შედეგად.
  • მოწყობილობა დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთებით, ან რაიმე სხვა მიზნით.
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილის მიერ.
  • დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხეების შეღწევით.
  • დაზიანება გამოწვეულია ნივთის ჩაბარების შემდეგ ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვალებადობით), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესებისა და პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.

 

შეძენილი ნივთის დაბრუნების პოლიტიკა

  • ონლაინ მაღაზია “გაახარე“-ში შეძენილი ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა გამოგვიგზავნოს ნივთის დაბრუნების შევსებული ფორმა ფიზიკურად ან ელექტრონულად დაბრუნების ფორმაში მითითებულ მისამართზე (იხ. ნივთის დაბრუნების ფორმა)
  • დაბრუნებას ექვემდებარე მომხმარებლისთვის შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (30 ლარამდე ნივთები, ჰიგიენური ნივთები და სხვა)

 

ნივთის დაბრუნება პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის შეძენის შემთხვევაში, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე  უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უკან დაუბრუნოს შეძენილი ნივთი კომპანიას, ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

მომხმარებლის მიერ ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯი, მათ შორის მიწოდების, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა კომპანიის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურეობა აირჩია ან ნივთის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის ნივთის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.

 

მომხმარებელი ვალდებულია გასწიოს ნივთის დაბრუნების ხარჯი, თუ ნივთის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით დაბრუნება შეუძლებელია.

ნივთის დასაბრუნებლად მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს და კომპანიას მიაწოდოს ციფრული ან ბეჭდური სახით კომპანიის მიერ შემუშავებული ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ. ნივთის დაბრუნების ფორმა).

მომხმარებელი ვალდებულია ნივთის დაბრუნების თაობაზე  შეტყობინებიდან  არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნიოს ნივთი მაღაზიას.

მაღაზია ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს ნივთის ნასყიდობისათვის გადახდილი თანხა, ნივთის დაბრუნებიდან 14 დღის ვადაში.

 

 

შეძენილი ნივთის დაბრუნების ფორმა

 

ონლაინ მაღაზია: გაახარე

ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ვარკეთილის ზ/პ, მე-2 მ/რ, კორპ. № 30, ბ. № 1

ტელეფონი: (032) 2 11 05 11;

 

ელ.ფოსტა: office.gaakhare@gmail.com

 

  1. სახელი, გვარი :

 

  1. ტელეფონის ნომერი:

 

  1. პირადი ნომერი:

 

  1. ნივთის დასახელება და რაოდენობა:

 

  1. მისამართი:

 

  1. შეკვეთის თარიღი:

 

  1. მიწოდების თარიღი:

 

  1. ფორმის შევსების თარიღი:

 

  1. მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული) :

 

 

 

მომხმარებელი ვერ ისარგებლებს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით, თუ:

  1. თუ მომხმარებელმა, ნივთის მის მფლობელობაში გადასვლიდან 14 კალენდარული დღის ვადაში მაღაზიას არ მიაწოდა ნივთის დაბრუნების ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ.
  2. მაღაზიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ნივთზე უარის თქმის უფლებას;
  3. მომხმარებელს მიეწოდა ინფორმაცია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მაღაზია ვერ აკონტროლებს.
  4. მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
  5. მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  6. მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
  7. მომხმარებელმა შეიძინა 30 ლარამდე ღირებულების ნივთები, ჰიგიენური ნივთები და სხვა.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

იურიდიული მისამართი - თბილისი, კუფტინის ქ. №4.

ფაქტიური მისამართი - თბილისი, ვარკეთილის ზ/პ, მე-2 მ/რ, კორპ. № 30, ბ. № 1

ტელეფონი - (032) 2 11 05 11;

ელ.ფოსტა - office.gaakhare@gmail.com